Monday, December 7, 2015

ADB-ს გამოყენების ინსტრუქცია


მოგესალმებით, წინა სტატიაში მე აგიხსენით თუ როგორ უნდა დავფლეშოთ ROM ჩვენს ანდროიდ მოწყობილობაზე. ამ სტატიაში კი შევეცდები აგიხსნათ თუ რა არის adb, როგორ უნდა დავაყენოთ ის და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.



რა არის adb?


Android Debugging Bridge (adb) არის დეველოპმენტის ხელსაწყო, რომელიც პერსონალურ კომპიუტერსა და ანდროიდ მოწყობილობას შორის სწრაფ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ეს კომუნიკაცია უმეტეს წილად სრულდება USB კაბელის საშუალებით, თუმცა adb-ს გააჩნია Wi-Fi ქსელების მხარდაჭერაც. დეველოპერები adb-ს ასევე იყენებენ ვირტუალურ მანქანებთან დასაკავშირებლად, რომელიც თავიანთ კომპიუტერშია გაშვებული.
adb-ში თავმოყრილია ძალიან ბევრი ფუნქცია, რომლის სიის ნახვა შეგიძლიათ ტერმინალში adb --help ბრძანების გამოყენებით.

adb და fastboot-ის ინსტალაცია


adb და fastboot-ის დასაინსტალებლად ბევრი იყენებს Android SDK-ს, თუმცა მე უფრო მარტივ ხერხს აგიხსნით. ჩემს მიერ ახსნილი ხერხია ბევრად უკეთესია იმიტომ, რომ ის მოითხოვს უფრო ნაკლებ დროს, დრაივერები გაიწერება სისტემაში (adb ბრძანებების გაშვება ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ) და მისი ზომა ძალიან პატარა იქნება (Android SDK-ს ზომა რამდენიმე GB-ა).

ახლა კი ინსტრუქცია:

  1. გადმოწერეთ adb საინტალაციო აქედან, ან აქედან, ან აქედან, ან აქედან
  2. ჩართეთ (მოითხოვს ადმინისტრატორის პრივილეგიებს)
  3. დააჭირეთ Y/Yes-ს ADB და Fastboot-ის დასაინსტალებლად 
  4. დააჭირეთ Y/Yes-ს ADB-ს სისტემაში გასაწერად
  5. დააჭირეთ Y/Yes-ს დრაივერების დასაინსტალებლად
  6. დასრულდა!
როგროც ხედავთ, მეთოდი საკმაოდ მარტივია და მას 20 წამზე მეტი დრო არ სჭირდება. მომავალ შეხვედრამდე!

No comments:

Post a Comment