მოგესალმებით. ამ სტატიაში მინდა აგიხსნათ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტერმინალი. ვიცი რომ ბლოგს ჰქვია "ყველაფერი ანდროიდის შესახებ", თუმცა რახან ეს პერსონალური ბლოგია, უფლებას ვიტოვებ დავპოსტო ის რაც მინდა. მაშ ასე, დავიწყოთ.
Command line არის ტექსტური ინტერფეისი კომპიუტერში. მისი გამოყენება შეიძლება კომპიუტერში არსებული ფაილებისა და საქაღალდეების სანახავად - მაგალითად როგორც Finder-ი Mac OS-ში ან Windows Explorer-ი Windows-ში.
ამ სტატიაში იქნება ახსნილი 5 მარტივი ბრძანება, რომელიც კომპიუტერში არსებულ ფაილებში ნავიგაციისათვის დაგეხმარებათ.
პირველი ბრძანება, რომელიც დაგეხმარებათ ნავიგაციაში არის ls. როდესაც თქვენ ტერმინალში ამ ბრძანებას გაუშვებთ, იგი ჩაიხედება იმ საქაღალდეში, რომელშიც იმყოფებით და მოგაწოდებთ იმ ფაილების და საქაღალდეების სიას, რომლებიც შიგნითაა. მაგალითად, თუ იმყოფებით საქაღალდეში Tuna და ამ საქაღალდეში არის საქაღალდეები 2014, 2015 და ასევე ფაილი tutorial.txt, მაშინ თქვენ დაახლოებით ასეთ შედეგს მიიღებთ:
მეორე ბრძანება, რომელიც არც თუ ისე ნაკლებად საჭიროა, არის pwd. როდესაც თქვენ ტერმინალში ამ ბრძანებას გაუშვებთ, იგი დაგიბრუნებთ იმ დირექტორიის სახელს, რომელშიც მუშაობთ. მაგალითად, თუ თქვენ იმყოფებით Tuna საქაღალდეში, რომელიც თქვენს დესკტოპზეა, ბრძანების გაშვების შემდეგ ასეთ შედეგს მიიღებთ:
მესამე ბრძანება არის cd, რომელიც დაგვეხმარება სამუშაო საქაღალდე სხვა საქაღალდეში გადავიტანოთ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ იმყოფებით Tuna საქაღალდეში, და თქვენ გინდათ გადახვიდეთ საქაღალდეში 2015, რომელიც Tuna-შია, მაშინ თქვენ უნდა შეასრულოთ ბრძანება cd 2015.
ასევე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე საქაღალდეში "გადახტომა". მაგალითად, თუ თქვენ იმყოფებით Tuna დირექტორიაში, და გინდათ შეხვიდეთ საქაღალდეში feb, რომელიც არის საქაღალდეში 2015, თქვენ უნდა გამოიყენოთ ბრძანება cd 2015/feb.
ტერმინალით ასევე შესაძლებელია დირექტორიაში ერთი ნაბიჯით მაღლა ასვლა. ანუ თუ თქვენ გინდათ feb საქაღალდიდან ისევ 2015-ში გადაინაცვლოთ, თქვენ უნდა გამოიყენოთ ბრძანება cd ..
მეოთხე ბრძანება არის mkdir, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ახალი დირექტორიის გაკეთება. ანუ თუ ჩვენ Tuna საქაღალდეში გვინდა ახალი საქაღალდის გაკეთება, სახელად Kuna, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრძანება mkdir Kuna
მეხუთე ბრძანება არის touch, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლება ფაილის გაკეთება. ანუ, თუ ჩვენს საქაღალდეში გვინდა ახალი ფაილის გაკეთება (მაგ: ტექსტური ფაილის) სახელად test, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბრძნალება touch test.txt
შეჯამება: ჩვენ ამ სტატიაში ვისწავლეთ ხუთი მარტივი ბრძანება, რომელიც გამოვგადგება ნავიგაციისათვის. ესენია:
- ls - გვიჩვენებს ყველა საქაღალდეს და ფაილს სამუშაო დირექტორიაში.
- pwd - გვიჩვენებს სამუშაო დირექტორიის სახელს.
- cd - გადავყავართ სასურველ დირექტორიაში.
- mkdir - ქმნის ახალ დირექტორიას სამუშაო დირექტორიაში.
- touch - ქმნის ახალ ფაილს სამუშაო დირექტორიაში.


No comments:
Post a Comment