Sunday, December 6, 2015

ROM-ის დაფლეშვის ინსტრუქციები


გსურთ გააკეთოთ Nandroid რეზერვი, გაასუფთაოთ მოწყობილობა, დაფლეშოთ ახალი ROM, აღადგინოთ ყველა თქვენი პერსონალური ინფორმაცია (ოფციები, SMS მესიჯები, ზარების ლოგი) სულ რაღაც 10 წუთში?

ძალიან კარგი შემოთავაზებაა არა? ცნობილია რომ ახალი ROM-ის დაფლეშვის შემდეგ მოწყობილობაზე არსებული ყველა ინფორმაცია იშლება, ამიტომ ჩემს ზემოთ დაწერილი წინადადება ცოტა დაუჯერებლად ჟღერს. თუმაც მე გეტყვით, რომ ეს შესაძლებელია და ამას ზუსტად ახლა აგიხსნით.



ალბათ ხვდებით, რას ამბობენ ანდროიდ დეველოპერები პირველად როდესაც მსგავს ინსტრუქციებს დებენ: ყველა თქვენი ქმედების პასუხისმგებელი თქვენ თვითონე ხართ. მე არ ვარ პასუხისმგებელი რაიმე სახის დაზიანებაზე; მაგალითად თუ მოწყობილობა აღარ ირთვება, ან მაღვიძარას აპლიკაცია გაფუჭდა, სამსახურში დააგვიანეთ და უფროსმა დაგითხოვათ.

გაფრთხილება: ინფორმაციის აღდგენის მეთოდმა შეიძლება იმუშაოს, შეიძლება არა. არსებობს რამდენიმე სიტუაცია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ:

1) თუ თქვენ stock ან stock-ზე დაფუძნებულ ROM-ზე ხართ და ისევ 
stock ან stock-ზე დაფუძნებულ ROM-ს ფლეშავთ, მაშინ ეს მეთოდი კარგად იმუშავებს. არ აქვს მნიშვნელობა, იგივე არის თუ არა ROM-ის დეველოპერი, მთავარია ორივე stock ROM-ზე იყოს დაფუძნებული. 


2) თუ თქვენ stock ან stock-ზე დაფუძნებულ ROM-ზე ხართ და AOSP-ზე დაფუძნებულ ROM-ს ფლეშავთ (CM, AOKP), ამ მეთოდმა შეიძლება იმშავოს, შეიძლება არა.


გირჩევთ, ROM-ის დაფლეშვამდე ყოველთვის წაიკითხოთ დეველოპერის მიერ დაწერილი ინსტრუქცია.

ახლა კი, გადავიდეთ ინსტრუქციაზე:

  1. ჩატვირთეთ Recovery რეჟიმში
  2. გააკეთეთ Nandroid რეზერვი
  3. გაასუფთავეთ (wipe) data/შეასრულეთ ქარხნული რესეთი
  4. ფაასუფთავეთ /cache დანაყოფი
  5. გაასუფთავეთ Dalvik Cache
  6. დაფლეშეთ ROM
  7. არ გადატვირთოთ, დარჩით Recovery-ში!
  8. აირჩიეთ "Backup and Restore"
  9. აირჩიეთ "Advanced Restore"
  10. აირჩიეთ Nandroid რეზერვი რომელიც გავაკეთეთ
  11. აირჩიეთ "Restore Data"
  12. აირჩიეთ "Yes - Restore Data"
  13. დაიცადეთ!
  14. გადაარესტარტეთ
თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩართვის შემდეგ გაჩნდებით თქვენს ჰოუმ სქრინზე, ყველა აპლიკაცია, ოფცია, ტექსტური მესიჯები და ზარების ლოგი თავის ადგილას იქნება.

საკმაოდ ადვილია არა? დაიმახსოვრეთ, ყოველთვის (ყოველთვის) რეკომენდირებულია, რომ გააკეთოთ Nandroid რეზერვი, სანამ ახალ ROM-ს დაფლეშავთ, რადგან 100%-ით დაზღვეული არასოდეს იქნებით.

ახლა კი დაბლა გაზიარების ღილაკს დააჭირეთ.

No comments:

Post a Comment