
იცოდით რომ ანდროიდ მოწყობილობის რეზერვის გაკეთება ისეთივე მნიშვნელოვანია როგორცი პერსონალური კომპიუტერის? ის ყველაზე მეტად მაშინ გვჭირდება, თუ ROM-ის დაფლეშვის დროს საქმე ცუდად წაგვივა. კარგია, როცა რეზერვი უკვე გამზადებული გაქვს და ამ სიტუაციიდან თავის დაღწევაც ადვილად შეგიძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, ROM-ის დაფლეშვამდე ყოველთვის უნდა გავაკეთოთ "Nandroid" რეზერვი.
რა არის Nandroid რეზერვი?
Nandroid, ან NANDroid, არის NAND ფლეშ მეხსიერების შემოკლებული ვარიანტი. ეს არის მეხსიერების ერთგვარი ტიპი, რომელსაც ჩვენი მოწყობილობა და ანდროიდი იყენებს. Nandroid რეზერვი ანდროიდ "ჰაკინგ საზოგადოებაში" ყველაზე ხშირად გამოიყენება, რადგან ის იძლევა სმარტფონის სრულიად დარეზერვების საშუალებას. ახლა კი ჩამოვთვლი, თუ რის რეზერვს აკეთებს Nandroid:
- ოპერაციულ სისტემას (ასე რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეინახოთ თქვენი stock ან custom ROM და ნებისმიერ დროს დაბრუნდეთ მასზე);
- ყველა აპლიკაციას (სმარტფონში ჩაშენებულსაც და შემდგომში დაინსტალებულსაც);
- ყველა თამაშს და მათში თქვენს პროგრესს;
- ყველა სურათს;
- ყველა მუსიკას;
- ყველა ვიდეოს;
- ყველა ტექსტურ შეტყობინებას;
- ყველა შპალერს (wallpaper-ს);
- ყველა ვიდჯეტს;
- ყველა რინგტონს;
- ყველა ანგარიშის ინფორმაციას;
- სისტემის ყველა ოფციას;
- ყველა შენახულ პაროლს, მათ შორის WiFi-საც.
ან, ყველაფერს.
რეზერვის გაკეთების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ თავის დაღწევა მსგავსი სიტუაციებიდან:
- თუ შემთხვევით მოწყობილობას დაავირუსებთ;
- თუ შემთხვევით პერსონალური ინფორმაცია წაგეშლებათ მოწყობილობიდან;
- თუ სისტემა არასტაბილური გახდება - აპლიკაციები დაიქრაშება ან თუმდაც სისტემა საერთოდ არ დაიფლეშება;
- თუ stock ვერსიაზე დაბრუნების სურვილი გაგიჩნდებათ.
Nandroid რეზერვის შესრულებისას მეხსიერებაში ინახება სისტემის ყველა დეტალი, ფაქტიურად ჩვენი არსებული სისტემური კონფიგურაციის ასლი.
როგორ უნდა გავაკეთოთ და აღვადგინოთ რეზერვი?
არსებობს Nandroid რეზერვის გაკეთების რამდენიმე გზა. რეკომენდირებულია მისი გაკეთება რომელიმე custom recovery-ს საშუალებით, საიდანაც შეგეძლებათ ასევე რეზერვიდან ინფორმაციის აღდგენა. თქვენ დაგჭირდებათ custom recovery, რომელსაც ექნება Nandroid რეზერვის გაკეთების შესაძლებლობა - თუ ძებნა გეზარებათ, გეტყვით, რომ საუკეთესო recovery-ა CWM და TWRP. როდესაც თქვენ დააყენებთ custom recovery-ს, თქვენ უნდა ჩატვირთოთ მასში და გააკეთოთ (ან შემდგომში აღადგინოთ) Nandroid რეზერვი. პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენი რეზერვი შენახული იქნება microSD ბარათზე. რეზერვის გაკეთების ეს მეთოდი არის ყველაზე რეკომენდირებული, რადგან ამ დროს სისტემა გათიშულია და არანაირი სხვა პროცესი არ მიმდინარეობს.
გაითვალიწინეთ, რომ Nandroid რეზერვები საკმაოდ დიდია, ამიტომ თქვენ მის შესანახად microSD ბარათი დაგჭირდებათ (ყოველ შემთხვევაში დროებით, სანამ თქვენ მას სადმე დაცულ ადგილას გადაიტანთ, მაგალითად თქვენს კომპიუტერში). ფაილის დიდ ზომას განაპირობებს ის, რომ თვითონ ანდროიდის სისტემა რამდენიმე გიგაბაიტს შეადგენს, პლიუს ამას დამატებული თქვენს მიერ დაინსტალებული აპლიკაციებიც. დარეზერვებული ფაილები იქნება შენახული /data/media/clockworkmod/backups ან /0/TWRP/Backups დირექტორიაში.
ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ რეზერვები არ არის თავსებადი სხვადასვა რექავერიში. CWM-ში გაკეთებული რეზერვები მუშაობს მხოლოდ CWM-ში, TWRP-ში გაკეთებული რეზერვები მხოლოდ TWRP-ში და ა.შ.
No comments:
Post a Comment